European Best Destinations 2024 ბათუმს ევროპის საუკეთესო 20-ეულში ასახელებს

19, ივნისი 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტურისტულმა პლატფორმამ European Best Destinations 2024 ბათუმი დაასახელა ევროპის 20 საუკეთესო მიმართულებათა შორის.

საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები აირჩია მილიონზე მეტმა ადამიანმა მსოფლიოს 172 ქვეყნიდან ამ პლატფორმის საშუალებით.

პლატფორმა აღწერს აჭარის კლიმატს, ბუნებას, მთიან აჭარას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ძველ ბათუმის არქიტექტურას და ქალაქის ცხოვრების სტილს.

“ისტორია ეფერება თანამედროვეობას, კოსმოპოლიტური ქალაქი ხელუხლებელ ბუნებას ეფერება მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, აჭარის რეგიონში”